ხელშეკრულება მომსახურების გაწევის შესახებ
შ.პ.ს “M Studio” (შემდგომში “შემსრულებელი”), ერთის მხრივ და მომსახურების მიმღები მეორეს მხრივ (შემდგომში “დამკვეთი”), ვდებთ ხელშეკრულებას და ვთანხმდებით ქვემოთგანსაზღვრულ ურთიერთსასარგებლო საქმიანობაზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1 წინამდებარე ხელშეკრულების ძალით მხარეები თანხმდებიან, რომ მისი მოქმედების პერიოდში “შემსრულებელი” “დამკვეთის” ნების საფუძველზე გაუწევს “დამკვეთს” 1.2 პუნქტით განსაზღვრულ მომსახურებას.
1.2 წინამდებარე ხელშეკრულების 1.1 პუნქტში განსაზღვრული მომსახურება გულისხმობს: “დამკვეთი”-სათვის „დომენების“ dns ჩანაწერის შექმნას, 24 საათიან შენახვას - web/mail ჰოსტინგს ინტერნეტში, რისთვისაც “დამკვეთი” - სათვის “შემსრულებელი” მის კუთვნილ სერვერზე გამოყოფს არენდით „დამკვეთი“-ს მიერ მოთხოვნილ დისკურ სივრცეს (ვირტუალური და ფიზიკური სერვერის შემთხვევაში მოთხოვნილი ტექნიკური პარამეტრების თანახმად) რომელიც მითითებულია მის მიერ რეგისტრაციისას. ამასთან გარანტირებული აფ–თაიმი შეადგენს 99,5%.
2. ხელშეკრულების შინაარსი
2.1 მხარეები თანხმდებიან ზუსტად და დროულად შეასრულონ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ნაკისრი ვალდებულებები.
3. ანაზღაურების წესი
3.1 მხარეები თანხმდებიან, რომ “შეკვეთის” ფასი განისაზღვრება ეროვნულ ლარში შერჩეული პაკეტის მიხედვით, ვებ გვერდზე მითითებული ოფიციალური ფასების შესაბამისად, რომელთა კორექტირებაც შეიძლება მოხდეს ეროვნული ვალუტის კურსის უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში.
3.2 "დამკვეთი" იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს 3.1 პუნქტით განსაზღვრული თანხის გადახდა ონლაინ ხელშეკრულებაზე თანხმობის გამოხატვის შემდგომ მიღებული ინვოისის შესაბამისად, ასევე ყოველ მომდევნო პერიოდში, „დამკვეთის“ მიერ შერჩეული ციკლის თანხამად ბილინგის სისტემის მიერ გაგზავნილი ინვოისების მიხედვით ავანსად.
4 პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება
4.1 მხარეები თავისუფლდებიან წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ყოველგვარი პასუხისმგებლობისაგან, თუ მათი ვალდებულებების ნაწილობრივი, ან სრული შეუსრულებლობა გამოწვეულია მათთვის დაუძლეველი ძალის (ფორს-მაჟორის) მოქმედების გამო. ასეთ გარემოებებად მიიჩნევა: საბრძოლო მოქმედებები, სტიქიური უბედურებები, დივერსია, ხანძარი, ბლოკადა, ელექტროენერგიის კრიზისი, ცვლილებები კანონმდებლობაში და სხვა გარემოებები, რომლებიც შეუძლებელს ხდიან ვალდებულებების ჯეროვან შესრულებას.
4.2 ფორს-მაჟორული გარემოებების მოქმედების დამთავრებისთანავე მხარეებმა უნდა განახორციელონ ასეთი გარემოებების დადგომამდე ნაკისრი ყველა ვალდებულება.
5 მხარეთა პასუხისმგებლობა
5.1 “შემსრულებელი” ვალდებულია: განახორციელოს მისი კუთვნილი სერვერების მუდმივი მონიტორინგი და იზრუნოს მათ უსაფრთხოებაზე, ამასთან "შემსრულებელი" არ არის პასუხისმგებელი "დამკვეთის" მიერ მისთვის გამოყოფილ ვებ სირცეში გამოყენებული პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხოებაზე.
5.2 “დამკვეთი” ვალდებულია ხელშეკრულებაში მითითებულ ვადებში შეასრულოს
3.2. პუნქტით ნაკისრი ვალდებულებები;
5.3.დამკვეთი იღებს ვალდებულებას არ ჩატვირთოს სერვერზე, არ გამოიყენოს გასაგზავნად ან არ განათავსოს კონტენტი რომელიც:
– არის არაკანონიერი, მუქარის შემცველი, შეურაცმყოფელი, რომლებიც არღვევს საავტორო უფლებებს, პროპაგანდას უწევს რასობრივ, რელიგიურ, სქესობრივ, სოციალურ დისკრიმინაციას და აღვივებს შუღლს, შეიცავს შეურაცყოფას კონკრეტული პირებისა და ორგანიზაციების მიმართ;
- არღვევს არასრულწლოვანთა უფლებებს, შეიძლება მათთვის ნებისმიერი ფორმით ზიანის მიყენება;
– არღვევს ან ავიწროვებს უმცირესობათა უფლებებს;
- იმ კონტენტების ჩატვირთვა, გაგზავნა, გადაცემა ან სხვა სახით განთავსება, რომლებზეც თქვენ არ გაგაჩნიათ უფლება გახადოთ საჯარო საქართველოს კანონმდებლობით, ან რომელიმე ხელშეკრულებით;
- იმ კონტენტების ჩატვირთვა, გაგზავნა, გადაცემა ან სხვა სახით განთავსება, რომლებიც ეხება რაიმე პატენტს, სავაჭრო ნიშანს, კომერციულ საიდუმლიებას ან არღვევს მესამე მხარის საავტორო უფლებებს.
- იმ კონტენტების ჩატვირთვა, გაგზავნა, გადაცემა ან სხვა სახით განთავსება, რომლებზეც შეიცავენ სპამს(მათ შორის საძიებო), უცხო ელექტრონულ მისამართებს;
- იმ კონტენტების ჩატვირთვა, გაგზავნა, გადაცემა ან სხვა სახით განთავსება, რომლებიც შეიცავენ ვირუსებსა და სხვა კომპიუტერულ კოდებს, ფაილებს და პროგრამებს, რომლებიც განსაზღვრულნი არიან პროგრამების, კომპიუტერებისა და ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობათა ფუნქციონალური შეზღუდვის, დარღვევისა თუ განადგურებისათვის. ასევე კომერციული პროგრამული პროდუქტების სერიული ნომრების, კოდების, ლოგინების, პაროლების ან სხვა რაიმე ინფორმაციის გამოქვეყნება, რაც ხელს შეუწყობს ინტერნეტის ფასიან რესურსებში არასანქცირებულ ხელმისაწვდომობას, აგრეთვე ზემოთაღნიშნულ ინფორმაციაზე ლინკების განთავსება;
- მესემე პირთა შესახებ ინფორმაციის შეგროვება და შენახვა;
- მესამე პირების ქსელში ნებისმიერი სახით წარმომადგენლობა;
- საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ნორმების შეგნებული დარღვევა;
5.4. „დამკვეთი“ იღებს ვალდებულებას, პერიოდულად მოახდინოს ვებ გვერდის (თუ ასეთი არსებობს) სარეზერვო კოპიოს შენახვა და ვებ გვერდის არასანქცირებული დაზიანების შემთხვევაში მოახდინოს აღდგენა სარეზერვო კოპიოდან საკუთარი ძალებით.
5.5. მომსახურების ღირებულების დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში ბილინგის სისტემა ავტომატურ რეჟიმში ზღუდავს მომსახურების მიწოდებას. გადახდის ვადის გასვლის შემდგომ „შემსრულებელი“ ინახავს მის კუთვნილ სერვერზე „დამკვეთის“ არსებულ ფაილებს (ელფოსტას, ვებ გვერდის ბაზას და ა.შ.) 20 კალენდარული დღე. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ „შემსრულებელი“ უფლებამოსილია წაშალოს სერვერიდან „დამკვეთის“ ყველა მონაცემი გაუფრთხილებლად.
5.6. მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულეების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვანი შესრულებისას, დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშკერულების მოქმედება, რაზედაც რაიმე სახის წინასწარ შეტყობინების ვალდებულება მხარეებს არ გააჩნათ.
6 კონფიდენციალურობა
6.1 შემსრულებელი იღებს ვალდებულებას – დაიცვას კონფიდენციალურობა დამკვეთის მიერ სერვერზე განთავსაბულ მასალებზე, არ შეინახოს და არ გაავრცელოს ისინი და არ გადასცეს მესამე პირებს.
7 დავების გადაწყვეტის წესი
7.1. მხარეები იღებენ ყველა ზომას, რათა ამ ხელშეკრულებიდან წამოჭრილი ყველა დავა, ანდა წინააღმდეგობა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით.
7.2 სადაო საკითხების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტის შეუძლებლობის შემთხვევაში, მხარეებს გააჩნიათ უფლებამოსილება მიმართონ სასამართლოს და გადაჭრან სადაო საკითხები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად.
8. დასკვნითი დებულებები
8.1 წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის „დამკვეთი“-ს მიერ ონლაინ განაცხადის შევსების დღიდან და მოქმედებს მხარეთა მიერ მის გაუქმებამდე.
8.2 წინამდებარე ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, მისი გაუქმება დასაშვებია მხოლოდ მხარეთა ურთიერთშეთანხმებით. ამასთან გაუქმების, ცვლილების ან დამატების შესახებ, თუ არ მოხდა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი პუნქტებისა და ვალდებულებების დარღვევა მხარეებმა უნდა აცნობონ ერთმანეთს წერილობით.
8.3 ონლაინ ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, გააჩნია იურიდიული ძალა და სავალდებულოა შესასრულებლად მხარეებისათვის.
8.4 წინამდებარე ხელშეკრულება რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
შ.პ.ს. “M Studio”–ს რეკვიზიტებია
მისამართი : ქ. თბილისი, დადიანის 7,
services@finders.ge
ტელ: +995 599868222
ს/ს „თი–ბი–სი“ ბანკი
ა/ა GE41TB7607936080100001